|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
პარალელოგრამის
ფართობი
|
|
სწავლების საფეხური
|
მეორე
საფეხური,VIII კლასი.
საგანი: მათემატიკა
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწავლე,მათ შორის არ არიან განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები.
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გეომეტრიული ფიგურების ფართობების შესწავლა საყოფაცხოვრებო მნიშვნელობისაა
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ფართობის თვისების გამოყენების უნარის განვითრება,სამკუთხედის
ფართობის ფორმულის გამოყენებით პარალელოგრამის ფართობის ფორმულის მიღება.
მათ. VIII.8.
მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად
მათ. VIII.9.
მოსწავლეს
შეუძლია
ფიგურისა
და
მისი
ელემენტების
ზომების
მოძებნა
მათ.
VIII.10.
მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული დებულებების
მართებულობის დასაბუთება
|
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები უნდა ერკვეოდნენ ფართობის არსში და
მის თვისებებში ,ერთმანეთისაგან უნდა განასხვავებდნენ ამოზნექილ და არაამოზნექილ
მრავალკუთხედებს,აგრეთვე, სხვადასხვა სახის ოთხკუთხედებს.მათ უნდა იცოდნენ მართკუთხედის
და სამკუთედის ფართობების გამოთვლა.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული
შეფასების რუბრიკით
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
გაკვეთილზე გამოვიყენებ: დაფას,ცარცს,სახელმძღვანელოს
-მათემატიკა VIII გოგიშვილი,ვეფხვაძე,მებონია,ქურჩიშვილი.
პროექტორს,კომპიუტერს.გაკვეთილისათვის მოსამზადებლად გამოვიყენე ვებ-გვერდი WWW.GOOGLE.GE
|
|
გკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა (8წთ)
მასწავლებელი სლაიდების მეშვეობით მოსწავლეებში
ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას და ინტერესის გამოწვევას პარალელოგრამის ფართობის
შესწავლისათვის(სლაიდი #1,2,3,4).
მე-3 სლაიდის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ
მოსაზრებებს
B
ფაზა (30 წთ)
მოსწავლეებს გამოყავთ პარალელოგრამის ფართობის
ფორმულა სამკუთხედის ფართობის ფორმულის მეშვეობით,რისთვისაც მასწავლებელი იყენებს
სლაიდებს #,5,6,7,8.
მოსწავლეები
თავად აღმოაჩენენ რა პარალელოგრამის ფართობის
ფორმულას,ამოხსნიან ამოცანებს(სლაიდი #9,10).
C ფაზა (7წთ)
მასწავლებელი მოახდენს მოსწავლეთა შეფასებას და
მისცემს საშინაო დავალებას(სლაიდი #11).
|
суббота, 23 мая 2015 г.
გაკვეთილის გეგმა "პარალელოგრამის ფართობი"
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий